219 77 77
14/09/2012 -
ISO 9001-ის რესერთიფიცირების პროცესმა წარმატებით ჩაიარა

2012 წლის სექტემბერში სს “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიებმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფმა“ და „ალიანს ჯგუფი ლიზინგმა“ ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტის, ISO 9001–ის რესერტიფიცირება გაიარეს. სწორედ აღნიშნული სტანდარტის რესერტიფიცირების მიზნით, კომპანიას სტუმრობდნენ გერმანული აუდიტორული კომპანიის, „TUV SUD“- ის აუდიტორები, ულრიხ კრაუზე და ოლენა ბორდნიკი, რომლებმაც კომპანიაში მენეჯმენტის სისტემის საკონტროლო აუდიტი ჩაატარეს. მათ დეტალურად შეისწავლეს კომპანიის ძირითადი პროცესები მირკოსაფინანსო და სალიზინგო საქმიანობის განხორციელების კუთხით, ასევე მომხმარებელზე ორიენტაცია და კლიენტის შესახებ ინფორმაციის დაცულობა. აუდიტორების მიერ მომზადებულ საკონტროლო აუდიტის დასკვნაში, ორივე კომპანიაში არსებული მენეჯმენტის პროცესები დადებითად შეფასდა. მათ აღნიშნეს, რომ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს და სახეზეა გაუმჯობესებები. 

საკონტორლო აუდიტის შედეგად „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფს“ და „ალიანს ჯგუფ ლიზინს“ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001 კიდევ ერთი წლით შეუნარჩუნდათ.

შეგახსენებთ, რომ ISO 9001 არის ხარისხის მენეჯმენტის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კომპანიას აამუშავოს საერთაშორისო სტანდარტის მქონე მენეჯმენტის სისტემა, შეამციროს ბიზნეს რისკები და თავისი რესურსები უფრო სწორად და ეფექტურად მართოს.