219 77 77
გუნდი

აიეტ კუკავა – აღმასრულებელი დირექტორი

 

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი 2002 წელს, MBA პროგრამა – კლარკის უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები.

1997 წელს მუშაობა დაიწყო ”აბსოლუტ ბანკში”, სესხების პორტფელის მართვის უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე. მას შემდეგ, მუშაობს საბანკო და საფინანსო სექტორში საქართველოსა და აშშ–ში. 2004 წელს, მისმა კომპანიამ NCIB, ოთხ კომერციულ ბანკთან ერთად დაარსეს პირველი საკრედიტო ბიურო საქართველოში, სს „კრედიტინფო საქართველო“.

 

ამჟამად, ბატონი აიეტ კუკავა საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის საპატიო თავმჯდომარეა. ის წარმოადგენს „კრედიტინფო საქართველოსა“ და საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის (პოლონეთი, ვარშავა) სამეთვალყურეო საბჭოს წევრსაც.

 

გვანცა გვიჩია – ლიზინგის სამსახურის უფროსი

 

2004  წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და 2006 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტირებაში, 2004 წელს ასევე მიიღო ბაკალვრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, 2011 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. მიმდინარე პერიოდში გავლილი აქვს  ACCA და სხვადასხვა სერტიფიცირებული პროგრამები ფინანსებსა და მენეჯმენტში.

 

2007 წლამდე მუშაობდა საბანკო სექტორში სესხის ექსპერტის პოზიციაზე, 2007 წლიდან გადაინაცვლა ლიზინგის სფეროში ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე. ალიანს ჯგუფს შემოუერთდა 2010 წელს მცირე და საშუალო ლიზინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 2011 წლიდან არის ლიზინგის სამსახურის უფროსი. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას უმაღლეს ბიზნეს სკოლებში და აქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით.