219 77 77
13/07/2018 -
ალიანს ჯგუფ ლიზინგი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებს შეხვდა

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU), სალიზინგო კომპანიების ასოციაციასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ალიანს ჯგუფ ლიზინგს უმასპინძლა. ალიანს ჯგუფი ლიზინგი არის ლიზინგის ასოციაციის დამფუძნებელი, რომლის მიზანია ქვეყანაში ლიზინგის დარგის განვითარება.

ალიანს ჯგუფი ლიზინგის დეპარტამენტის უფროსმა, გვანცა გვიჩიამ Gvantsa Gvichia, სტუდენტებს გააცნო ლიზინგი, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი, დეტალურად აღწერა ლიზინგის გაცემის პროცედურა და მისი ეკონომიკური ეფექტი.

 

სალიზინგო კომპანიების ასოციაცია გეგმავს ლექციებს აღნიშნულ ფორმატში რეგულარული სახე მისცეს.