219 77 77
01/03/2012 -
ალიანს ჯგუფის საფინანსო–საკონსულტაციო მომსახურება ექსპო–გამოფენაზე

28 თებერვალს, "ალიანს ჯგუფ კაპიტალმა" და "ალიანს ჯგუფ ლიზინგმა" მონაწილეობა მიიღეს ფინანსური ინსტიტუტების ექსპო–გამოფენაში, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროგრამის ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი გახლდათ საკონსულტაციო და საფინანსო ინსტიტუტების დაკავშირება მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. 
ინტერესი ალიანს ჯგუფი ლიზინგისა და კაპიტალის პროდუქტებისა და მომსახურების მიმართ საკმაოდ დიდი იყო. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აგრო–ლიზინგისა და ძირითადი საშუალებების დაფინანსების პროდუქტმა. აგრეთვე, ალიანს ჯგუფ კაპიტალმა მოწვეულ კომპანიებს გააცნო საინვესტიციო და საკონსულტაციო მომსახურების დეტალები. ღონისძიებაზევე მოხდა რამდენიმე განაცხადის შევსება საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
ღონისძიების მიზანი გახლდათ საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის დაკავშირება, კერძოდ ღონისძიებაზე მოხდა როგორც ფინანსური ინსტიტუტების პროდუქტებისა და მოთხოვნების გაცნობა, აგრეთვე ურთიერთობის დამყარება ფინანსური კონსულტაციის გამცემ ორგანიზაციებთან. ღონისძიებას 30–მდე საფინანსო–საკონსულტაციო კომპანია და 250–მდე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.